პროექტის სახელწოდება
|
„ერთი დღე ბუნებაში“
|
პროექტის მთავარი იდეა
|
ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მოღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების
პრაქტიკული გამოყენება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს მთლიანობის აღქმა
|
პროექტის აქტუალობა
|
კვლევებმა აჩვენეს, რომ
საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის
ერთმანეთთან დაკავშირება და პრაქტიკაში გამოყენება,
მათში დაბალია ეკოცნობიერების და ეკოკულტურის დონე; მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა
შეძლონ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნა დააკავშირონ და გამოიყენონ სხვა სიტუაციებში,
მაგალითად ბუნებაში მოგზაურობის დროს. გაითავისონ საფრთხე, რაც შეუძლება მოჰყვეს
ბუნებისადმი არაპოზიტიურ დამოკიდებულებას. აღ. პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა
იქნება ექსკურსია ბუნებაში, კერძოდ ბათუმის
ბოტანიკურ ბაღში, რომელიც დატვირთული იქნება შესაბამისი აქტივობებით
|
პროექტის მიზნები
|
გარემომცველი სამყაროს
შეცნობა და ბუნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
დაკვირვების, აღწერის,
კლასიფიცირების, მონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება.
შემოქმედებითი უნარის
განვითარება
პრეზენტაციის უნარის
განვითარება
კომუნიკაციის უნარის
განვითარება
|
მონაწილეთა ასაკი
|
12-13 წელი
|
ვადები/ხანგრლივობა
|
1 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს, შეიძენენ ახალ
ცოდნას და შეძლებენ ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას
და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. მოსწავლეები დაამზადებენ აპლიკაციებს,
ნახატებს, კოლაჟებს, ჰერბარიუმებს, აგრეთვე მხატვრულ ჩანახატებს, სადაც გადმოსცემენ
საკუთარ დამოკიდებულებას და შთაბეჭდილებებს,რითაც განუვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი,
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
|
საჭირო რესურსები
|
ერთჯერადი ხელთათმანები, ყუთები,კომპასი, რვეულები, საველე ჩანთები,დურბინდები,
თერმომეტრი, ფორმატები, ფერადი ფანქრები,წებო
|
პროექტის მსვლელობა
|
მოსამზადებელი ეტაპი: მოსწავლეთათვის
პროექტის მიზნის გაცნობა,ფუნქციების გადანაწილება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ
ბაღში:დასაკვირვებელი მასალის შეგროვება,დაკვირვების წარმოება და ჩანაწერების გაკეთება,
სურათების გადაღება, ჩანახატების შექმნა
მასალის დამუშავება:შეგროვილი
ფოთლების, გირჩების, თესლების გაზომვა- კლასიფიცირება, მონაცემთა ორგანიზება ცხრილების
და დიაგრამის სახით.
საგამოფენო ნამუშევრების
დამზადება: ჰერბარიუმების, აპლიკაციების, კოლაჟების, ნახატების, დამზადება შეგროვილი
მასალიდან
პრეზენტაცია: საპრეზენტაციო
ნაშრომის წარდგენა,ფოტოგალერეის წარდგენა,ჩატარებული სამუშაოს ანგარიში
|
საგნებთან კავშირი/ესგ-სთან კავშირი
|
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, სახვითი და განოყენებითი
ხელოვნება
ბუნ.V11.1-2-3-4-5-6-7
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მაიკო მშვიდობაძე-ქ.ლანჩხუთის #1 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
Maiamshvidobadze70@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
|
maia
среда, 16 июля 2014 г.
"ერთი დღე ბუნებაში"
Подписаться на:
Сообщения (Atom)