среда, 16 июля 2014 г.

"ერთი დღე ბუნებაში"

პროექტის სახელწოდება
„ერთი დღე ბუნებაში“


პროექტის მთავარი იდეა
ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მოღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს მთლიანობის აღქმა
პროექტის აქტუალობა
კვლევებმა აჩვენეს, რომ
საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და  პრაქტიკაში გამოყენება, მათში დაბალია ეკოცნობიერების და ეკოკულტურის დონე; მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნა დააკავშირონ და გამოიყენონ სხვა სიტუაციებში, მაგალითად ბუნებაში მოგზაურობის დროს. გაითავისონ საფრთხე, რაც შეუძლება მოჰყვეს ბუნებისადმი არაპოზიტიურ დამოკიდებულებას. აღ. პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა იქნება ექსკურსია ბუნებაში, კერძოდ ბათუმის  ბოტანიკურ ბაღში, რომელიც დატვირთული იქნება შესაბამისი აქტივობებით
          



         პროექტის მიზნები
           გარემომცველი სამყაროს შეცნობა და ბუნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
          დაკვირვების, აღწერის, კლასიფიცირების, მონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება.
          შემოქმედებითი უნარის განვითარება
          პრეზენტაციის უნარის განვითარება
           კომუნიკაციის უნარის განვითარება
    მონაწილეთა ასაკი
12-13 წელი
    ვადები/ხანგრლივობა
1 თვე
   მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს, შეიძენენ ახალ ცოდნას და შეძლებენ ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. მოსწავლეები დაამზადებენ აპლიკაციებს, ნახატებს, კოლაჟებს, ჰერბარიუმებს, აგრეთვე მხატვრულ ჩანახატებს, სადაც გადმოსცემენ საკუთარ დამოკიდებულებას და შთაბეჭდილებებს,რითაც განუვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
საჭირო რესურსები
ერთჯერადი ხელთათმანები, ყუთები,კომპასი, რვეულები, საველე ჩანთები,დურბინდები, თერმომეტრი, ფორმატები, ფერადი ფანქრები,წებო









       პროექტის მსვლელობა
    მოსამზადებელი ეტაპი: მოსწავლეთათვის პროექტის მიზნის გაცნობა,ფუნქციების გადანაწილება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
    ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში:დასაკვირვებელი მასალის შეგროვება,დაკვირვების წარმოება და ჩანაწერების გაკეთება, სურათების გადაღება, ჩანახატების შექმნა
     მასალის დამუშავება:შეგროვილი ფოთლების, გირჩების, თესლების გაზომვა- კლასიფიცირება, მონაცემთა ორგანიზება ცხრილების და დიაგრამის სახით.
          საგამოფენო ნამუშევრების დამზადება: ჰერბარიუმების, აპლიკაციების, კოლაჟების, ნახატების, დამზადება შეგროვილი მასალიდან
        პრეზენტაცია: საპრეზენტაციო ნაშრომის წარდგენა,ფოტოგალერეის წარდგენა,ჩატარებული სამუშაოს ანგარიში
საგნებთან კავშირი/ესგ-სთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, სახვითი და განოყენებითი ხელოვნება
ბუნ.V11.1-2-3-4-5-6-7
პროექტის ხელმძღვანელი
მაიკო მშვიდობაძე-ქ.ლანჩხუთის #1 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Maiamshvidobadze70@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий